ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარაძიჩის სასამართლო პროცესი ჰააგაში დაიწყო


ბოსნიელი სერბი საბრძოლო მეთაურის რადოვან კარაძიჩის წინააღმდეგ ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სასამართლო პროცესი დღეს ჰააგაში დაიწყო. ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა.

კარაძიჩმა უარი თქვა სასამართლოს გახსნაზე დასწრებაზე. ის მეტ დროს ითხოვს დაცვის მოსამზადებლად. პროცესი დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. პროკურორის განცხადებით, კარაძიჩს 15 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ დაცვის მხარე მოემზადებინა იურისტების ჯგუფთან ერთად.

ჰააგის სასამართლოს წინ შეკრებილი მოკლული ადამიანების ნათესავები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

კარაძიჩის წინააღმდეგ წაყენებული11 ბრალდებიდან ერთი 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილი გენოციდის ორგანიზებაა, რომლის დროსაც 8,000 მუსლიმანი მამაკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG