ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარი აფეთქების მსხვერპლი გაიზარდა


ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კვირას განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი გაიზარდა. დაღუპულთა რაოდენობა 155 ადამიანია, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

ერაყის პრემიერ მინისტრის ნური ალ მალიკის განცხადებით, აფეთქებების დანიშნულება არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის გამოწვევა იყო. მან თავდასხმაში ბაათის პარტია დაადანაშაულა, თუმცა აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ჯგუფს აუღია საკუთარ თავზე.

ორი ბომბი თითქმის ერთდროულად აფეთქდა ბაღდადის ყველაზე კარგად დაცული მწვანე ზონის მახლობლად. აფეთქების სამიზნე პროვინციული თვიმმართველობისა და იუსტიციის სამინისტროს შენობები იყო. აფეთქებამ მიმდებარე შენობების ნგრევა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG