ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს



2001 წელს შეერთებული შტატების არმია ავღანეთში შეიჭრა. ეს სამხედრო ოპერაცია თალიბების მთავრობის დამხობას ისახავდა მიზნად. ამერიკელებს დამხარება ავღანეთის ეგრეთწოდებული „ჩრდილოეთ ალიანსის" მებრძოლებმაც გაუწიეს.

ჯგუფი „ადამიანის უფლებების დამცველი ექიმები" აცხადებს, რომ ავრანეთში, სავარაუდოდ ჩრდილოეთის ალიანსის მიერ დახვრეტილი ორ ათასამდე თალიბი მებრძოლის სამარხს მიაგნეს. თუმცა აი რა გამოავლინა კოსმოსური თანამგზავრის მიერ გადაღებულმა ვიდეომასალამ:

„თანამგზავრის მიერ გადაღებულ გამოსახულებაზე ნათლად სჩანს, რომ სამარხის ადგილას უზარმაზარი ექსკავატორის მსგავსი მანქანაა მიყვანილი. ჩვენის აზრით ამ ექსკავატორის მეშვეობით სამარხს თხრიდნენ. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ მასობრივი დახვრეტის ბრძანება გაიცა და მისი აღსრულება ორგანიზებულად მოხდა" ამბობს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების დამცველი ექიმების" თანამშრომელი სიუზანა სირკინი.

დარფურში შეირაღებული ფორმირებები სოფლებს ანადგურებენ და გენოციდს სჩადიან. სუდანში მრავლადაა ისეთი მიყრუებული ადგილი სადაც უცხოელების შესვლას მთავრობა კრძალავს. თუმცა ახლა „დარფურის თვალად" შერაცხული წამოწყება საშიშროების ქვეს მყოფ სოფლებს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით აკვირდება. მეცნიერი სიუზან ვოლფინბარგერი გვიხსნის იმას თუ როგორ მუშაობს ეს წამოწყება:

„თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოზე გადამწვარ ადგილს ადვილად შენიშნავთ. იქ სადაც ღობე იყო ნაცრის შედარებით ღია ფერის კვალია დარჩენილი. ნაცარი ზუსტად მოხაზავს გადამწვარ შენობებს და სოფლებს". გვეუბნება იგი.

სატელიტურმა ტექნოლოგიამ გადატრიალება მოახდინა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ დარღვევების გამოაშკარავების საქმეში. ეს ტექნოლოგია ძვირადღირებულია, მიყრუებული სოფლები ხშირად რუკებზე არც კია დატანილი, ვინაიდან მთავრობები ასეთი რეგიონების კარტოგრაფიულად დამუშავებას ხშირად კრძალავენ.

„ამერიკის პროგრესის ცენტრის" თქმით, შეერთებულმა შტატებმა ფართო საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომი კარტოგრაფიის ბაზა უნდა გააუმჯობესოს. ცენტრს ასევე სურს, რომ მთავრობამ ადამიანის უფლებების დამცველებს შეატყობინოს, როდესაც ახალ ფოტო და ვიდეომასალას მოიპოვებს ხოლმე და ჯგუფებს ამ მასალის შედარებით იაფად შეძენის უფლება ჰქონდეთ.

კოსმოსიდან გადაღებული გამოსახულების შეძენა ორი ათასი დოლარი ჯდება. ასლის გადარება კი ორასი დოლარი.

თუმცა ყველაზე ძნელი სამუშაო სწორედ ფოტომასალის მოპოვების შემდეგ იწყება:

„გამოსახულების ხელში ჩაგდება ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. საბოლოოდ ადამიანებმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ ის თუ რა გზებით შეაჩერონ ადამიანის უფლებების დარღვევა და როგორ დასაჯონ დამნაშავეები". ამბობს სიუზანა სირკინი.



XS
SM
MD
LG