ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში პრეზიდენტ ობამას მიმსგავსებული ფიტული დაწვეს


ავღანეთში პრეზიდენტ ობამას მიმსგავსებული ფიტული დაწვეს. ქაბულში შეყრილმა ათასამდე ადამიანმა ამერიკის პრეზიდენტის ფიტული მას შემდეგ დაწვა, რაც დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ ავღანეთში დისლოცირებული დასავლური სამხედრო კოალიციის ჯარისკაცებმა ყურანი დაწვეს. ქაბულის პოლიიციამ ხალხის დასაშლელად ჰაერში ისროლა. თავშეყრილები, რომელთა უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ, სკანდირებდნენ ლოზუნგებს „სიკვდილი ამერიკას" და „სიკვდილი ისრაელს". ამერიკელები აცხადებენ, რომ ჭორი თალიბებმა დაყარეს და იგი სიმართლეს არ შეესაბამება.


XS
SM
MD
LG