ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების ლიდერის მშობლიური ქალაქი აღებულია


პაკისტანის სამხედრო მეთაურების განცხადებით, არმია დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლთ ნაწილში შევიდა, რომელიც მეამბოხეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავშესაფრად იყო მიჩნეული. გუშინ პაკისტანის არმიამ ასევე აიღო თალიბების ლიდერის მშობლიური ქალაქი.

შეიარაღებული ძალების თქმით იერიში ვერტმფრენების დახმარებით განხორციელდა. საჰაერო იერიში ქვეით ჯარებს სტრატეგიული წერტილების აღებაში ეხმარებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ქალაქ კოტკაის აღებას ჰქონდა, რადგანაც ამ სტრატეგიული წერტილის აღებით ქვეით ჯარებს სამხრეთ ვაზირისტანის სიღრმეში შესვლისა და ავღანეთის საზღვართან მიახლოვების საშუალება მიეცა.

კოტკაი თალიბების ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდის მშობლიური ქალაქია.




XS
SM
MD
LG