ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის ცენტრში 100 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით, ავტომობილებში დამონტაჟებული ორი ძლიერი ბომბის აფეთქების შედეგად ბაღდადის ცენტრში 100 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა. ეს თავდასხმები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი იყო. ერაყის პოლიციის ცნობით, დღეს აფეთქებები პროვინციული თვითმმართველობისა და იუსტიციის სამინისტროს შენობების წინააღმდეგ იყო მიმართული. აფეთქებაებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია თავზე. ერაყის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით თავდასხმის მეთოდი ალ ყაიდას ხელწერას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ძალადობა საგრძნობლად შემცირდა, ალ ყაიდა მაინც ახერხებს დიდი ზომის თავდასხმების განხორციელებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა.



XS
SM
MD
LG