ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს


ისლამისტი მეამბოხეების განცხადებით, მათ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ ისინი სომალის მთავრობის ჯაშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ასობით სომალელმა უყურა დახვრეტას, რომელიც ამბოხებულთა დაჯგუფების ალ-შაბაბის ნიღბიანმა წევრებმა სომალის საპორტო ქალაქ მარკაში განახორციელეს. ალ შაბაბის წარმომადგენლის, შეიხ სულდანის თქმით, ჯაშუშობა ორივე ეჭვმიტანილმა აღიარა. როგორც მოწმეებმა თქვეს, მეამბოხეები მთელს ქალაქში აცხადებდნენ სიკვდილით დასჯას და მოსახლეობას მოუწოდებდნენ დასწრებოდნენ სასჯელაღსრულებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეამბოხეებმა რამდენიმე საჯარო სიკვდილით დასჯა, ამპუტაცია და გაროზგვა განახორციელეს. ალ შაბაბის ჯგუფი სამხრეთ სომალის აკონტროლებს. ქვეყანას სტაბილური ცენტრალური მმართველობა 1991 წლიდან არ ჰქონია.



XS
SM
MD
LG