ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების მეთაური ჰაკიმულა მეჰსუდი დააკავეს


პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა თალიბების მეთაური ჰაკიმულა მეჰსუდი დააკავა. უშიშროების ძალების თქმით, ქალაქი კუტკაის ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეტაკების ბოლოს, პაკისტანის არმიამ ქალაქი მთლიანად აიღო. ეს ოპერაცია სამხრეთ ვაზირისტანში მიმდიანრე საბრძოლოო კამპანიის ერთი ნაწილი იყო.

პაკისტანის სამხედრო მეთაურების განცხადებით, ოპერაციის დროს, რომელიც გასულ შაბათს დაიწყო, 163 თალიბი და 23 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, ერთად შაბათს შეერთებული შტატების მიერ ბაჯავარის რაიონში ჩატარებული საჰაერო იერიშის შედეგად დამატებით 14 ადამიანი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG