ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ მოლაპარაკებების სერია დაიწყონ


ჩინეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ მოლაპარაკებების სერია დაიწყონ ორ ქვეყანას შორის არსებული იმ დაძაბულობის გადასაწყვეტად, რომელიც საზღვრის გაყოფასთან დაკავშირებით არსებობს.

ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ვენ ჯიაბაომ და ინდოეთის პრემიერმ მანმოჰან სინგმა ორმხრივი დიალოგი შაბათს, ტაილანდში ჩატარებულ რეგიონალურ სამიტზე დაიწყეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები სამართლიანი და ორივე ქვეყნისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე. ჩინეთსა და ინდოეთს შორის 1962 წელს ომი არუნაჩალ პრადეშის რაიონის გამო მოხდა. ეს რაიონი ორ ქვეყანას შორის დღესაც დავის საკითხს წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG