ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის დესპანი  ამერიკელ  დიპლომატებს ხვდება


ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკების განახლების მიზნით ნიუ იორკში ჩრდილოეთ კორეის დესპანი ამერიკელ დიპლომატებს ხვდება.

ნიუ იორკსა და კალიფორნიაში ჩასატარებლად დაგეგმილ ფორუმებზე დასასწრებად ჩრდილოეთ კორეის დიპლომატი რი განიპარასკევს ჩამოფრინდა შეერთებულ შტატებს.

თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს რომ ჩრდილოეთ კორეის დიპლომატის ვიზიტი პირველ რიგში ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპრაკების განახლებას ემსახურება.

შეგახსენებთ რომ ჩრდილოეთ კორეამ აპრილში შეწყვიტა მოლაპარაკება ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ ფხენიანი მზადაა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ შემთხვევაში თუ ამერიკელებთან მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.


XS
SM
MD
LG