ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა


შეხვედრისას ლიდერები პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ასევე 2015 წელს დაგეგმილ რეგიონალური ეკონომიკური ბლოკის ირგვლივ იმსჯელებენ.

ჩინეთის პრემიერ მინისტრი ვენ ჯიაბაო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციასთან ჩინეთის თანამშრომლობის ექვსფაზიან გეგმას გააცნობს. ოფიციალური პეკინის გეგმა ასევე შეიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო საკითხებში თანამშრომლობას.

იაპონიის პრემიერ მინისტმა იუკიო ჰატოიამამ განაცხადა რომ დასავლეთან შედარებით აზიის ქვეყნებმა ეკონომიკურ კრიზისს შედარებით სწრაფად და იოლად დააღწიეს თავი და თვლის რომ რეგიონს მიეცა შანსი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური რეგიონის სახელი დაიმკვიდროს.

ასეანის შეხვედრისას ლიდერებმა ბირმის მთავრობას 2010 წელს თავუსიფალი და სამართლიანი არჩვნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. შეხვედრისას ასევე განიხილეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხი და ოფიციალურ ფხენიანს ურჩიეს დაყაბულდნენ საერთაშიროსო საზოგადოებრიობის მოთხოვნას ბირთვული პროგრამის შეჩერაბასთან დაკავშირებით.



XS
SM
MD
LG