ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი   ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს. 


ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს. მან უკვე მოისმინა ჩეხეთის ლიდერების მხარდაჭერის შესახებ რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობის შესახებ.

ამერიკელი ლიდერი უკვე შეხვდა წეხეთის პრემიერ მინისტრ იან ფიშერს. ვიცე პრეზიდენტმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ვაშინგტონი პრაღაში ექსპერტების ჯგუფს მიავლენს ნოემბერში ამ საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებების დასაწყებად.

ცნობილია, რომ ოფიციალურმა პრაღამ უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებასთან დაკავშირებით-რაკეტსაწინაღო თავდაცვის გეგმის მოშლის გამო.

ამჯერად, ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა დაარწმუნა მისი ჩეხი მასპინძლები რომ ახალი სისტემა უკეთ დაიცავს ევროპას იმ მზარდი საფრთხეებისგან, რომელიც ირანიდან და სხვა ადგილებიდან მომდინარეობს.

XS
SM
MD
LG