ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის წევრებს ავღანეთის ომში ქვეყნის არმიისთვის სრული მხარდაჭერის აღმოჩენას მოსთხოვს.


ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს ავღანეთის ომში ქვეყნის არმიისთვის სრული მხარდაჭერის აღმოჩენა მოსთხოვა.

ბრატისლავაში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან ნატოს წევრები მივლენ იქამდე, რომ ავღანეთში ძირითად როლს ქვეყნის არმია ითამაშებს და ნატოს ძალები მხოლოდ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მას. მისი თქმით, ახლა ძირითად საკითხს წარმოადგენს ის გაიზიარებენ თუ არა

მოკავშირეები ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდლის გენერალ სტენლი მაკკრისტალის სტრატეგიას. გენერალმა ავღანეთში უფრო მეტი ჯარისკაცისა და რესურსების გადასროლა მოითხოვა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა, რომელიც ასევე ესწრება კონფერენციას განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა დასთანხმდება თუ არა თეთრი სახლი მაკკრისტალის მოსაზრებას, ამერიკა დიდადაა დაინტერესებული ავღანეთში წარმატების მიღწევაში.

XS
SM
MD
LG