ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭო იკვლევს იმას თუ რა მიზეზით შეწყდა კავშირი ავიალაინერთან.


შეერთებული შტატების ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭო იკვლევს იმას თუ რა მიზეზით შეწყდა კავშირი ავიალაინერთან.

შეერთებული შტატების ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭო იკვლევს იმას თუ რა მიზეზით შეწყდა კავშირი კომპანია „ნორტვესტის“ კუთვნილ ავიალაინერთან. თვითმფრინავთან კავშირი ერთი საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, რამაც ის გამოიწვია, რომ ავიალაინერი დანიშნულების აეროპორტს გასცდა.

საბჭო აცხადებს, რომ ეს ინციდენტი გუშინწინ მოხდა, როდესაც აერობუს 320 კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოდან მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის მიმართულებით ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტს ორას ორმოცდაერთი კილომეტრით გასცდა. საჰაერო დისპეჩერებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ყურადრება სამსახურთან დაკავშირებულ მწვავე დისკუსიაზე იყო გადართული, მოგვიანებით აღადგინეს კონტაქტი თვითმფრინავთან.

XS
SM
MD
LG