ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ავღანეთში ამერიკის ელჩთან კონსულტაციებს ატარებს


კონსულტაციის მთავარი თემა იყო ავღანეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისას შედეგების გაყალბების თავიდან აცილების გზები. როგორც თეთრი სახლის რწმუნებულმა განაცხადა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარე ვიდეო კონსულტაციაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წევრებმაც. რწმუნებულის განცხადების თანახმად კონსულტაციები კიდევ საჭიროა, რათა უფრო გულდასმით იქნას შესწავლილი ავღანეთის აწმყო პოლიტიკური მდგომარეობა, რაც გამოყენებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის, იმის თაობაზე გადაისროლონ თუ არა დამატებითი ამერიკული სამხედრო ძალები ავღანეთში.

XS
SM
MD
LG