ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კამიკაძე ტარორისტმა 6 ადამიანი იმსხვერპლა


პოლიციის განცხადების თანახმად პაკისტანში, ქალაქ კამრაში სამხედრო კომპლექსთან კამიკაძე ტერორისტმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერაქტები გახშირდა ქვეყანაში, მას შემდეგ რაც თალიბთა წინააღმდეგ სამხრეთ ვაზირისტანში პაკისტანის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები დაიწყო.

ხუთშაბათს გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენელი, რომელიც სამხედრო ავტომანქანით პაკისტანში შეინ ბრუნდებოდა გაუხსნა ორმა შეიარაღებულმა პირმა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიღუპა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მის საგანგებოდ გამოშვებულ განცხადებაში "გულითადი სამძიმარი" გამოთქვა დაღუპული გენერალის აჰმედ მოინუდინის ოჯახის მიმართ. მოინუდინი ბოლო ხუთი წლის მანძილზე გაეროს სამშვიდობო მისიის წევრი იყო.

XS
SM
MD
LG