ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩრდილოეთ კორეას უპირისპირდება


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩრდილოეთ კორეას უპირისპირდება. რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ფხენიანის ბირთვული იარაღის პროგრამა რეგიონის და მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. გეითსი სიტყვით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამოვიდა, სადაც თავდაცვისადმი მიძღვნილ ამერიკა-სამხრეთ კორეის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს მისი დემოკრატიული მოკავშირის დასაცავად და ამისთვის ბირთვული ქოლგის დადგმასაც კი არ დაიშურებს. სეული და ვაშინგტონი მონაწილეობას იღებენ ამჟამად შეჩერებულ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხისადმი მიძღვნილ ექვსმხრივ მოლაპარაკებებში. ფხენიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას იმ შემთხვევაში დაუბრუნდება თუ მანამდე ამერიკასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს.

XS
SM
MD
LG