ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  კიდევ ერთი ტერაქტი პაკისტანში


პოლიციის განცხადების თანახმად პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო ავტომანქანას, რის შედეგადაც სულ მცირე ორი სამხედრო პირი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის უკისრია. თუმც აღსანიშნავია, რომ პაკისტანში ბოლო დროს მეაბბოხეებმა არა ერთი დარტყმა მიიტანეს ისეთ სამიზნეებზე, როგორებიცაა პოლიციის საწვრთნელი ცენტრი, არმიის შტაბის შენობაზ, ისლამურ უნივერსიტეტი და გაეროს შტაბ-ბინა. ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნით სკოლების უმეტესობა დახურულია კვირამდე. მიაჩნიათ, რომ ეს ტერაქტები წარმოადგენს საპასუხო აქციას სამხრეთ ვაზირისტანში მიმდინარე სპეც-ოპერაციაზე თალიბების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG