ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის უშიშრეობის სამსახურის ოფიცერი


რუსეთის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ინგუშეთში ადგილობრივი პოლიციის განყოფილების უფროსის მანქანაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის უშიშრეობის სამსახურის ოფიცერი.

გამომძიებელთა ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ დააზიანა მანქანა დღეს ქალაქ მალგობეკის მახლობლად.

დაღუპული პოლიციელი იყო პოლიციის განყოფილების უფროსის, ისა კორიგოვის, პირადი მძღოლი. ისა კორიგოვი და მისი მეუღლე აფეთქების შედეგად დაშავდნენ და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოლიციის ვარაუდით ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო პოლიციის განყოფილების უფროსის სახლის ეზოსთან ახლოს.

XS
SM
MD
LG