ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის პარლამენტმა გადასცა სახაროვის სახელობის ჯილდო რუს ადამიანის უფლებების დამცველებს


ევროპის პარლამენტმა გადასცა პრესტიჟული სახაროვის სახელობის აზროვნების თავისუფლების ჯილდო დაღუპული კრემლის კრიტიკოსისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნატალია ესტემიროვას სამ კოლეგას.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯილდო გადაეცა ლიუდმილა ალექსეევას, ოლეგ ორლოვსა და სერგეი კოვალიოვს. სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ წევრია, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიების წარმართვით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG