ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ადრე დადებული თავდაცვის ხელშეკრულების გადახედვას აპირებს


იაპონია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ადრე დადებული თავდაცვის ხელშეკრულების გადახედვას აპირებს. ვაშინგტონი კი მოუწოდებს ტოკიოს რაც შეიძლება ჩქარა დაიწყოს დოკუმენტის იმპლემენტაცია. მიმდინარე კვირის დასაწყისში იაპონიას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ეწვია და ეცადა, რომ ტოკიო დაერწმუნებინა ჩქარი მოქმედების აუცილებლობაში. ხელშეკრულების თანახმად, იაპონიის სამხრეთის ოკინავას კუნძულზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა ამავე კუნძულზე, მაგრამ სხვა ადგილას უნდა გადაიტანონ, ხოლო იქ დისლოცირებულ 8,000 საზღვაო ქვეითს კი შეერთებული შტატების კუთვნილ გუამის ტერიტორიაზე უპირებენ გადაყვანას.

XS
SM
MD
LG