ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ შეიძლება დროებით შეაჩეროს მისი ახალი გეგმა ავღანეთში


როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა მან შეიძლება დროებით შეაჩეროს მისი ახალი გეგმა ავღანეთში, რომელშიც მოიაზრება ამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ძალების გაზრდა და ახალი სამხედრო სტრატეგიის განხორციელება. მისივე თქმით უმჯობესია ახალი გეგმა გატარდეს მომავალ თვეს ავღანეთში დანიშნული დამატებითი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ენბისისადმი მიცემულ ინტერვიუში მან მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მისმა ადმინისტრაციამ ახალი სტრატეგიული გეგმის შესახებ შეიძლება განცხადება გააკეთოს ამ არჩევნების შემდეგ.

XS
SM
MD
LG