ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარაკეტო დამცავი  სისტემის გამოცდა


ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ორი კვირის მანძილზე სარაკეტო დამცავ სისტემას გამოცდიან. სისტემა იმ შემთხვევაში ამოქმედდება,თუ ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს. ისრაელის სამხედრო წამრომადგენელთა განცხადებით, სისტემის გამოცდაში 2000 ამერიკელი და ებრაელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. გამოცდის შედეგად შემოწმდება,სარაკეტო თავდასხმის დროს ხმელეთსა და ზღვაში განლაგებული დამცავ სისტემათა რეაქცია. ირანის მიერ გამოცდილ რაკეტებს უნარი შესწევთ ისრაელზე შეტევა განახორციელონ.თეირანმა უკვე გააფრთხილა ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები,რომ მათი მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას საპასუხო დარტყმებით უპასუხებს.


XS
SM
MD
LG