ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში არ წყდება ტერაქტები


ისლამაბადში საერთაშორისო ისლამურ უნივერსიტეტში ორმა კამიკაძე ტერორისტმა აფეთქება განახორციელა. პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად მოკლულია სულ მცირე 6 კაცი, მათ შორის 2 ტერორისტი. დაჭრილია 20 ადამიანი, მათი უმრავლესობა გოგონები, რომლებიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რაოდენობის ნახევარს შეადგენენ. ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანში ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტულ აფეთქებებში სამხრეთ ავაზირისტანიდან მომავალი კვალი შეიმჩნევა. ამ რეგიონში პაკისტანის შეიარაღებული ძალები სპეც-ოპერაციას ატარებენ თალიბების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG