ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა საქართველოში არ განალაგებს რაკეტსაწინაღო სისტემის ელემენტებს


აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ალექსანდრ ვერშბოუმ თბილისში განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს ახალი რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემის ელემენტების იმ ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებას, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები. მისივე თქმით ვაშინგტონი კონსულტაციებს მხოლოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ატარებს ამ სისტემის ახალ ვერსიაზე. გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეშფოთება გამოხატა ამ გეგმის თაობაზე, მას შემდეგ რაც ციტირება მოუხდინეს ვერშბოუს სიტყვებს, რომ ამერიკამ შეიძლება უკრაინა ჩართოს ახალ სისტემაში. აშშ-ში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ამ საკითხის ირგვლივ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ამერიკელ ოფიციალურ პირებთან.

XS
SM
MD
LG