ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა ვერშბოუს ვიზიტი თბილისში



დასრულდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს საქართველოში ვიზიტი, რომელმაც თბილისში განაცხადა, რომ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები ნატოს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არ განთავსდება.

ამ განცხადების შემდეგ მოსკოვმა ახალი პრეტენზიები გააჟღერა. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთი წინააღმდეგია ამერიკული მხარის მიერ ქართული ჯარის გაწვრთნის და შეიარაღების. ამ პოზიციის გასამართლებლად მოსკოვი ასახელებს იმას, რომ თბილისისთვის ვაშინგტონის დახმარება კავკასიის რეგიონში სტაბილურობას მორიგ საფრთხეს შეუქმნის.

პრესკონფერენციაზე კითხვაზე, თუ როგორ ასრულებს რუსეთი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის სეთანხმებას, ვერშბოუმ უპასუხა, რომ ვაშინგტონს ნამდვილად აშფოთებს ის, რომ რუსეთის მხრიდან 12 აგვისტოს შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის სრულად შესრულება არ ხდება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი მარკოვის განცხადებით საქართველოს თავდაცვა საერთოდ არ სჭირდება.- ” მას თავი არავისგან აქვს დასაცავი! საქართველოზე თავდასხმას არავინ აპირებს! ამიტომ, ნებისმიერი მზადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად აღქმული იქნება, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის მზადება”, - აცხადებს რუსეთის სატათბიროს დეპუტატი.

-უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას! - განაცხადა ვიზიტის დასასრულს ალექსანდრ ვერშბოუმ

ექსპერტ ნოდარ ეფრემიძის შეფასებით:” რუსეთი ყოველთვის ცდილობს საქართველოს შეუქმნას არშემდგარი სახელმწიფოს იმიჯი, რომ

იყოს საქართველო კრიტიკის ობიექტი.. და მოსკოვისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნებოდა თუ ნატოს წევრი ქვეყანა საქართველოში განალაგებდა საქართველოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, თანაც მოსკოვი თვლის, რომ ეს პირდაპირ მის წინააღმდეგ არის მიმართული.”

XS
SM
MD
LG