საერთაშორისო ატომური სააგენტოს თავკაცმა თეირანს ბირთვული პრობლემის მოსაგვარებლად გარიგება შესთავაზა. დღეს ვენაში ორგანიზაციის შტაბ ბინაში სიტყვით გამოსვლისას, მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ირანი, რუსეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები მომავალ პარასკევამდე უნდა დაჰყაბულდნენ გარიგებას. ბარადეის გამოსვლამ ირანის ბირთვული საკითხისადმი მიძღვნილი სამდღიანი შეხვედრა დააგვირგვინა.