ევროკავშირი, შეერთებული შტატები და ბოსნიელები განიხილავენ კონსტიტუციურ ცვლილებებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები მონაწილეობენ მოლაპარაკებებში ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერებთან, რომელიც კონსტიტუციური რეფორმების გატარებას ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური რეფორმების მიღება აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და გაყოფილი ქვეყნის ევროკავშირში წევრობისკენ მიახლოვებისათვის. დღეს სარაიევოში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს სტეინბერგი შეხვდნენ ქვეყნის სერბი, მუსლიმანური და ქორვატი მოსახლეობის ლიდერებს.
ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანა გაყოფილია სერბ რესპუბლიკად და მუსლიმან-ქორვატიულ ფედერაციად, რომელთაც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლების მექანიზმები, როგორიც არის პარლამენტი, სამწევრიანი პრეზიდენტის ოფისი და მინისტრთა კაბინეტი. მაგრამ ძალაუფლების განაწილება ბუნდოვანია და თვითოეული მხარე თავისებურად განმარტავს მას.