ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში  შვიდი ადამიანი დაიღუპა


ერაყის ოფიციალურ პირთა განცხადებით,ორი დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით მომხდარმა აფეთქებებმა შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.დაღუპულებს შორის ერთი ამერიკელი ჯარისკაციცაა.

დღეს, ბაღდადთან,დანაღმული ავტომობილი აფეთქდა,რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა,რომელთა შორის ორი პოლიციის ოფიცერია. დაიჭრა ექვსი მშვიდობიანი მოსახლე. გუშინ ერაყის ჩრდილო პროვინციაში ამერიკელი ჯარისკაცის ავტომობილთან ბომბი აფეთქდა. შედეგად ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დანარჩენი დაიჭრა.

მესამე ინციდენტის დროს ბომბი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა,რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა.



XS
SM
MD
LG