ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ მეცნიერს ბრალად ჯაშუშობა ედება


შეერთებული შტატების ფედერალური ოფიციალური პირების ცნობით, მერილენდის შტატში მცხოვრები მეცნიერი, რომელიც წარსულში ფედერალურ სააგენტოებში მუშაობდა, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების ჩათვლით, დაკავებულ იქნა და მას ბრალად ედება ჯაშუშობის მცდელობა ისრაელის სასარგებლოდ.

ორშაბათს იუსტიციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 52 წლის სტიუარტ დევიდ ნოზეტმა შეგნებულად და წინასწარი განზრახვით შეეცადა გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადაცემა პირისთვის, რომელიც სავარაუდოდ ისრაელის სადაზვერვო სამსახურის აგენტია. ფედერალურ ბრალდებაში არ არის ნახსენები ის დაარღვია თუ არა ისრაელის მთავრობამ შეერთებული შტატების კანონმდებლობა.

გამომძიებელთა ცნობით, სექტემბრის დასაწყისში ნოზეტს ტელეფონით დაუკავშირდა პირი, რომელიც გამოძიებათა ფედერალური ბიუროს დავალებით თავს ასაღებდა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის აგენტად.


XS
SM
MD
LG