ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის დედაქალაქში მდებარე უნივერსიტეტში ორი აფეთქება მოხდა


პაკისტანის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ დედაქალაქში მდებარე საერთაშორისო ისლამურ უნივერსიტეტში მომხდარი ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

პოლიცია ცდილობს იმ ცნობის დადასტურებას,რომლის თანახმადაც აფეთქებები ორი თვითმკვლელის მოწყობილი იყო. ტელევიზიით გადმოცემულ რეპორტაჟში ნაჩვენებია უსაფრთხოების ძალები, რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის შემოღობვას ცდილობენ.


ჯერჯერობით აფეთქების მოწყობაზე არავის აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ტერორისტული თავდასხმის სათავე სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში იმყოფება.


XS
SM
MD
LG