ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ დაიცავს არსებული შეთანხმების პირობებს


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადებით, ოაბამას ადმინისტრაცია არ აპირებს შეერთებული შტატებისა და იაპონიის წინა მთავრობების მიერ შემუშავებული შეთანხმების გადახედვას უსაფრთხოების სფეროში. დღეს ტოკიოში გამართული შეხვედრის დროს გეიტსმა მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს კაცუია ოკადას, რომ შეერთებული შტატები კვლავინდებურად დაიცავს არსებული შეთანხმების პირობებს. 2006 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები დათანხმდა დაახლოებით 18,000 საზღვაო ქვეითის გაყვანაზე იაპონიის სამხრეთით მდებარე ორკიავას კუნძულიდან შეერთებული შტატების გუამის ტერიტორიაზე. შეთანხმების თანახმად შეერთებული შტატები დახურავს აეროდრომს, რომელიც ოკინავის კუნძულის საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. აეროდრომი გადავა ოკინავაზე არსებული შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.


XS
SM
MD
LG