ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას


ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას საკუთარი რესურსების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა.

შირზადიანის თქმით, ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას დაბალ დონეზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეირანი დათანხმდება უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის მიღებაზე რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

დღეს ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენელმა ალი შირზადიანმა გააკეთა განცხადება ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სულ რამოდენიმე საათით ადრე ვიდრე ვენაში გაგრძელდა მოლაპარაკება ირანის სადავო ბირთვული პროგრამის შესახებ.

როგორც იუწყებიან, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვა ირანის, რუსეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს შორის დაეთმობა იმ წინადადების განხილვას რომლის თანახმადაც ირანს სთავაზობენ ურანის გაგზავნას რუსეთსა და საფრანგეთში, სადაც მოხდება მისი გარდაქმნა რეაქტორის საწვავად.

დასავლელი დიპლომატები განიხილავენ ხსენებულ წინადადებას როგორც ნდობის აღსადგენ ღონისძიებას რადგან ურანის გარდაქმნა ირანის საზღვრებს გარეთ იმის გარანტიას იძლევა, რომ ურანის გამდიდრება მოხდება მხოლოდ იმ დონემდე, რომელიც შეესაბამება მხოლოდ სამოქალაქო მოხმარებას და იმაზე დაბლაა რაც ბირთვული შეიარაღებისთვის არის საჭირო.


XS
SM
MD
LG