ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა  შეშფოთებულია



სამხრეთ კორეა შეშფოთებას გამოთქვამს, ჩრდილოეთ კორეის ურანის პროგრამის გამო. სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ურანის გამდიდრების პროგრამას „შემაშფოთებელი“ უწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იუ მიუნგ-ხვანმა, დღეს სეულში გამოსვლისას განაცხადა, რომ გაერომ უნდა განსაზღვროს თუ რა მიდგომა უნდა შემუშავდეს ჩრდილოეთ კორეის ურანის გამდიდრების პროგრამის მიმართ. მან დეტალებისგან თავი შეიკავა.

გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან მიაღწია ურანის გამდიდრების საბოლოო ეტაპს. თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ფხენიანს ექნება ბირთვული ბომბების წარმოების მეორე მეთოდი, პლუტონიუმზე დამყარებული პროგრამის გარდა. ჩრდილოეთ კორეამ აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი მზად არის დაუბრუნდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებს მისი ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება პირდაპირი მოლაპარაკების წარმართვა შეერთებულ შტატებთან.


XS
SM
MD
LG