ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიტრეფიკინგის პროგრამა ძალაშია


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მომხმარებლებს- არ შეიძინონ მიგრანტების მიერდაბალი ანაზღაურების საფასურად შექმნილი პროდუქცია. ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაჩაღებული ესკამპანია ევროპიდან დაიწყო და თანდათანობით მთელს მსოფლიოს მოედო.

რიჩად დენზიგერი გლობალური ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის თავკაცია.მისი განცხადებით, ტრეფიკინგის გამომწვევი მიზეზი ძირითადად სიღარიბე და გენდერული უთანასწორობაა.მაგრამ ყოველივე ამასიაფი მუშახელისადმი მოთხოვნილებაც უწყობს ხელს. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია მომხმარებელმა მსგავსი უპრინციპო შრომის ბაზაზე შექმნილი პროდუქციის შეძენაზე უარი თქვას.

„ჩვენ არ მოვუწოდებთ ადამიანებს კონკრეტულად რომელიმე კომპანიასა და სავაჭრო ცენტრს ბოიკოტი გამოუცხადონ. უბრალოდ ვაფრთხილებთ,მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და დაადგინონ თუ რა სახის პრიდუქციას იძენენ.“ციტატის დასასრული

საერთაშორისო შრომის დეპარტმანეტის ორგანიზაციის კვლევით,მსოფლიოში თორმეტი მილიონ სამასი ათასი ადამიანი -მონურ პირობებში სამუშაოს ასრულებს. უმეტესი მათგანი ამ მდგომარეობაში სიდუხჭირემ და სექსუალურმა დამონებამ ჩააგდო.

აღსანიშნავია ისიც,რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მკაცრად გაკონტროლდა სასოფლო,სამშენებლო და რეწვის სფეროები,სადაც ახლაგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცთა ტრეფიკინგის შემთხვევათა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო.

"საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კვლევებით დადგინდა , რომ იდუსტრიული ქვეყნების საწარმოთა მუშახელს შორის ასი ათასამდე ტრეფიკინგის მსხვერპლი მუშაობს.მათ ხარჯზე ეს საწარმოები ყოველწლიურად ოცი მილიარდი დოლარის ეკონომიას აკეთებენ“ .ციტატის დასასრული

დენზიგერის განცხადებით,იქიდან გამომდინარე,რომ მსოფლიოში მომხმარებელთა მოთხოვნილებაარაფალსიფიცირებული პროდუქციის მიმართ იკლებს, ტრეფიკინგული შრომის შედეგად შექმნილი იაფფასიანი პროდუქცის ანტირეკლამა - მეტად შედეგიანი იქნება.





XS
SM
MD
LG