ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოთხი მეამბოხე გაანადგურეს


რუსეთის პოლიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა გაანადგურეს ოთხი ეჭვმიტანილი მეამბოხე ორი საბრძოლო შეტაკების დროს კავკასიის რეგიონში.

დღეს ოფიციალურმ პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომლის თანახმადაც კვირას უშიშროების ძალებმა მოკლეს სამი პირი დაღესტანში. სროლა ატყდა მაშინ, როცა ოფიციალურმა პირებმა მეამბოხეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა სთხოვეს. პოლიციის განცხადებით, უშიშროების ძალებმა აგრეთვა მოკლეს ეჭვმიტანილი მეამბოხე მეზობელ ჩეჩნეთში.

გასულ კვირას რუსეთის უშიშროების სააგენტოს უფროსმა დაადანაშაულა საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში ალ ყაიდას მეამბოხეების გაგზავნაში. საქართველოს მთავრობამ მყისვე უარყო ეს ბრალდება.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა ეკა ტყეშელაშვილმა ხსენებულ ბრალდებას ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებების მიზანია საქართველოსთან ურთიერთობაში დაძაბულობის გაღვივება.



XS
SM
MD
LG