გაეროში ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩი- სიუზან რაისი ახლო აღმოსავლეთში სამი დღიანი ვიზიტის დროს
, ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.
ქალბატონ რაისს დღეს ისრაელის პრეზიდენტი - შიმონ პერესი უმასპინძლებს.
ამერიკის ელჩი ასევე ისრაელის პრეიმიერ მინისტრის-ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ორმხრივ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის,რათა ისრაელისა და პალესტინის ურთოერთობები მშვიდობიან ფაზაში გადაიზარდოს.