ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება


უცხოელი მაღალჩინოსანი დიპლომატები პრეზიდენტ ჰამიდ კარაზაის მოუწოდებენ მიიღოს გაეროს საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნა და დაემორჩილოს ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ ჯგუფმა შეიძლება ხელმეორე არჩევნების დანიშვნის რეკომენდაცია გააკეთოს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი, ამერიკის სენატორი ჯონ კერი და ამერიკის ელჩი ავღანეთში ზალმაი ხალილზადი ბატონ კარზაის შეხვდნენ საარჩევნო საჩივრების კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე.

სენატორი კერის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნა იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბურუსით იქნება მოცული.

XS
SM
MD
LG