ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმია სამხრეთ ვაზირისტანში თალიბებს ებრძვის


პაკისტანის არმია სამხრეთ ვაზირისტანში თალიბებს და ალ ყაიდას ებრძვის. დღეს ჯარმა ქვემეხებისა და თვითმფრინავების მეშვეობით დაბომბა თალიბების გამაგრებული პუნქტები. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბრძოლის პირველი დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია სამოცი თალიბი, ხოლო არმიამ კი ოთხი ჯარისკაცი დაკარგა. პაკისტანის არმია აცხადებს, რომ ბრძოლაში დაახლოებით ოცდაათი ათასი ჯარისკაცი და ათ ათასამდე თალიბია ჩაბმული. სამხედროებმა მოახერხეს სპინკაი რაღზაის მახლობლად მდებარე თალიბების ერთ-ერთი გამაგრებული პუნქტის აღება.

XS
SM
MD
LG