ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს მთავრობაში განხეთქილება შეინიშნება


ზიმბაბვეს ზანუ პარტიის განცხადებით, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ერთი ნაწილი გამოეთიშა. სამთავრობო კვირის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ინფორმაცის მინისტრის განცხადებით, კაბინეტი გააგრძელებს გეგმიურ მუშაობას და სამშაბათის სხდომაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

პარასკევს პრემიერ მინისტრმა მორგან ცვანგირაიმ თქვა, რომ მისი პარტია ემ დი სი პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ზანუ პარტიას გამოეთიშა, თუმცა მთავრობა არ დაუტოვებია.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ზანუ არასაიმედო პარტნიორია და პარტიის ლიდერები უგულვებელყოფენ გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას ძალაუფლების გაზიარების შესახებ.

XS
SM
MD
LG