ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმიამ სამხრეთ ვაზირისტანში შეტევითი ოპერაცია წამოიწყო


პაკისტანის არმიამ სამხრეთ ვაზირისტანში თალიბების წინააღმდეგ შეტევითი ოპერაცია წამოიწყო. არმია აცხადებს, რომ რეგიონში გამაგრებული ათი ათასი თალიბის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობას ოცდარვა ათასი ჯარისკაცი იღებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეტევას ზურგს სამხედრო ვერტმფრენები და თვითმფრინავები უმაგრებენ. არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციისთვის ძალზე ცოტა დრო აქვთ, ვინაიდან მაღალმთიან რეგიონში მალე ზამთარი დაიწყება.


XS
SM
MD
LG