ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წიგნი “აღიზარდო, როგორც ბინ ლადენი“




ახალი წიგნი, რომელიც ოსამა ბინ ლადენის მეუღლემ და ვაჟმა დაწერეს, მკითხველს ალყაიდას ლიდერის პირად ცხოვრებაზე მოუთხრობს. წიგნში ნაიჯა და ომარ ბინ ლადენები ტერორისტული ორგანიზაციის თავკაცის პირად ახირებებზე წერენ. როგორც ირკვევა , ოსამა ბინ ლადენს თანამედროვე კომფორტული საშუალებები სასტიკად აღიზიანებს. ამასთანავე ოჯახში საკუთარ ვაჟებსგანსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობა. ომარ ბინ ლადენი იხსენებს,რომ ძალზე ხშირად მამა მას და ძმებს სულის და ნებისყოფის გამოსაწრთობად უდაბნოში წყლისა და საკვების გარეშეტოვებდა.

წიგნი“აღიზარდო როგორც ბინ ლადენი“ ოსამა ბინ ლადენის სუდანში მოგზაურობასაც აღწერს. გამომცემლობა "სან მარტინის პრესა" ბინ ლადენზე წიგნის გამოცემას უახლოეს მომავალში გეგმავს.გამომცემელთა აზრით,წიგნის წაკითხვის შემდეგ,ბინ ლადენზე შექმნილი მითი ერთგვარად გაქარწყლდება. როგორც ირკვევა, მსოფლიო ტერორისტს არანაირი თირკმლის დაავადება არ სტანჯავს.იგი პერიოდულად ნაღვლის ბუშტში კენჭებსა და მალარიისგან გამოწვეულ ციებას უჩივის.



XS
SM
MD
LG