ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოს დროებით წევრებად ხუთი ქვეყანა აირჩიეს



გაეროს უშიშროების საბჭოს დროებით წევრებად, ორი წლის ვადით ბოსნია, ბრაზილია, გაბონი, ლიბანი და ნიგერია აირჩიეს. ქვეყნების წარმომადგენლები მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეუდგებიან საბჭოში მოღვაწეობას. გაეროს კანონმდებლობით, უშიშროების საბჭოს თხუთმეთი ადგილიდან ათს დროებითი ხოლო ხუთს კი მუდმივი წევრები ავსებენ:

„ახლა საბჭოში დამატებით ორი დიდი ქვეყანა ბრაზილია და ნიგერია მივიღეთ. ორივე რეგიონალური ლიდერია. ლიბანი და ბოსნია კი ის ქვეყნებია, რომლებმაც კონფლიქტები გამოიარეს და ამ გამოცდილებას უშიშროების საბჭოში გამოიყენებენ“. განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ჯონ სევერსმა.

ხუთი ახლადარჩეული ქვეყანა ბურკინა ფასოს, კოსტა რიკას, ხორვატიას, ლიბიას და ვიეტნამს შეცვლის. ნიგერია კი საბჭოს წევრად უკვე მესამედ აირჩიეს:

„ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან თანამშრომლობა გვწადია. ნიგერია პრევენციული დიპლომატიის მომხრეა და სწორედ ასე მივუდგებით მრავალ საკითხს“. განაცხადა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოჯო მადუეკვემ.


XS
SM
MD
LG