ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ელიან


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები ავღანეთში აცხადებენ, რომ 20 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, შაბათამდე გამოქვეყნდება.

ავღანეთში ასევე ელიან გახმაურებულ დარღვევბზე მტკიცებულებების გამოქვეყნებას, რომლებიც არჩევნების ლეგიტიმაციას შეეხება.

წინასწარი შედეგებით, ავღანეთის ახლანდელი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი 54 პროცენტით მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მოწინააღმდეგე, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა აბდულას, რომელმაც ხმათა 28 პროცენტი დააგროვა.დღესვე აბდულა აბდულამ, მოქმედ პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან გარიგების შესაძლებლობა უარყო. ამერიკის ხმასთან საუბრისას, კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა პრეზიდენტის გარემოცვამაც არ დაადასტურა.ამის პარალელურად, ვაშინგტონში ავღანეთის ომის ვეტერანები ომის ხანგრძლივობას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ობამას ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნის ინიცირების გამო აკრიტიკებენ .

XS
SM
MD
LG