ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი  ობამა  ახალ ორლეანს ესტუმრება


აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანს ესტუმრება.შეგახსენებთ, რომ გამანადგურებელი ქარიშხალ კატრინას ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ახალ ორლეანსა და მის შემოგარენს დაატყდა თავს, ოთხი წელი გავიდა.

ეს ბარაკ ობამას პირველი ოფიციალურივიზიტია ამ ქალაქში.თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი მოინახულებს ადგილობრივ სკოლას და შეხვდება მოსწავლეებს.ბატონი ობამა ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებაახალი ორლეანის უნივერსიტეტში და იქვე მოისმენს მოსახლეობის საჩივრებს არსებული მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

ახალი ორლეანიდან, პრეზიდენტი ობამა ქალაქ სან ფრანცისკოში გაემგზავრება.კალიფორნიის შტატში მას დემოკრატიული პარტიის თავყრილობაზე ელის გამოსვლა.

XS
SM
MD
LG