ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაიმ ხმების 54 პროცენტი მოიპოვა


ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატი აბდულა აბდულა აცხადებს, რომ იმედით უყურებს გაეროსგამოძიების შედეგებს, რომელიც არჩევნების დარღვევებს შეისწავლის.ამან კი შესაძლოა არჩევნების განმეორებით ჩატარება უზრუნველყოს.

არჩევნების შემდეგ შეტანილი საჩივრების შემსწავლელი კომისია რამდენიმე დღეში გამოაცხადებსიმ ბრალდებებს, რომლებიც პრეზიდენტ კარზაის მიმართ დაფიქსირდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით ცნობილიარომ ჰამიდ კარზაიმ ხმების 54 პროცენტი მოიპოვა.

ამ ფონზე, იტალია უარყოფს ბრალდებებს, რომ მან თალიბ ლიდერებსა და ავღან საველე მეთაურებს ფული გადაუხადა სიმშვიდის შენარჩუნების სანაცვლოდ იმ რეგიონებში, სადაც იტალიელი ჯარისკაცები არიან ჩაყენებული.


XS
SM
MD
LG