ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ინფლაციამ იკლო



შეერთებული შტატების სამუშაო ადგილების ბაზარზე მდგომარეობა ონდავ გაუმჯობესდა. ამის მანიშნებელია ის გარემოება, რომ უმუშევრობის გადასახადის მიღების მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა იანვრიდან მოყოლებული. დღეს გამოქვეყნებულ დასაქმების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ კვირას 514,000-მა ამერიკელმა უმუშევრობის გადასახადისთვის პირველად გააკეთა განაცხადი. ამას გარდა, პირველად მარტიდან მოყოლებული იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ღებულობენ უმუშევრობის გრძელვადიან კომპენსაციას ექვს მილიონზე ნაკლები აღმოჩნდა. მართალია ხსენებული მაჩვენებლები გარკვეული გაუმჯობესების მანიშნებლებია, დასაქმების სურათი შეერთებულ შტატებში კვლავინდებურად ცუდია.


XS
SM
MD
LG