ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი ბავშვები ტრავმირებულები არიან


ამერიკელი მსახიობი მია ფეროუ - გაეროს ბავშვთა სააგენტოს კეთილი ნების ელჩი - აცხადებს, რომ ბავშვები, რომლებიც ბლოკადაში მყოფ ღაზის სექტორში ცხოვრობენ, ტრავმირებულები არიან.

ფეროუმ ხსენებული შენიშვნები გააკეთა დღეს ღაზის სექტორში ვიზიტის დროს. მისი თქმით, ღაზის ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ საცხოვრებელი პირობების გამუჯობესება.

ფეროუმ მოინახულა სკოლა და საავადმყოფო. მას მოუყვეს ომისა და ეგვიპტისა და ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადის შესახებ, რომელმაც ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებზე.

ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სტუმრობის გარდა, ფეროუ აგრეთვე აპირებს ვიზიტს ისრაელის ქალაქ სდეროტში, რომელსაც ხშირად უშენენ რაკეტებს ღაზის სექტორიდან.



XS
SM
MD
LG