ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა  სამხრეთ კორეას აფრთხილებს


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, საზღვაო სამხედრო მოქმედებები არ არის გამორიცხული თუ სეული განაგრძობს საკუთარი საბრძოლო ხომალდების განლაგებას ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში.

განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დაახასიათეს სამხრეთ კორეის მოქმედება ყვითელ ზღვაში როგორც „წინდაუხედავი სამხედრო პროვოკაცია.“ უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე სისხლიან საზღვაო დაპირისპირებაში მონაწილეობდა 1999 და 2002 წლებში. საზღვაო საბრძოლო მოქმედებების საგანი იყო კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე სადავო ტერიტორია. აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის დაამტკიცა გაერომ 1950-1953 წლების ომის შემდეგ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ დღემდე არ აღიარა საზღვრის ლეგიტიმურობა.


XS
SM
MD
LG