ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვეთში  40 ადამიანი დაშავდა


მოლდოვეთის მთავრობა იუწყება, რომ ოთხშაბათს საღამოს მომხდარი ხელყუმბარის აფეთქება, რომლის შედეგადაც დაშავდა 40 ადამიანი, ტერორისტულ აქტს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიქტორ სატანმა დღეს დაადასტურა, რომ აფეთქების მიზეზი იყო საბრძოლო ხელყუმბარა და ოფიციალურმა პირებმა გახსნენს სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის ბრალდებით ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ხელყუმბარა აფეთქდა ოთხშაბათს საღამოს, როცა ათასობით ადამიანი შეიკრიბა ღია ცისქვეშ ჩატარებულ კონცერტზე მოლდოვეთის დედაქალაქის კიშინევის დღის ყოველწლიური ზეიმის აღსანიშნავად.


XS
SM
MD
LG